არსენ ვენგერი: "არსენალში" რონალდოსა და მესის გადაყვანა გვინდოდა, მაგრამ...

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "მეთოფეებს" წარსულში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი სურდათ. 

"არსენალში" ჩემი მწვრთნელობის დროს კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ტრანსფერებზე ვმუშაობდით, თუმცა არცერთი არ გამოვიდა. 

გუნდი და მწვრთნელები ყოველთვის უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, როდესაც რაიმე არ გამოდის და არსებული კონტიგენტით შეეცადონ შედეგის დაფიქსირებას.

როდესაც "ბარსელონადან" ფაბრეგასი დავიმატეთ, მაშინ მესის ტრანსფერზეც ვმუშაობდით, თუმცა ის ხელშეუხებელი იყო", - ამბობს ვენგერი. 

შეგახსენებთ, რომ ვენგერი 22 წლის განმავლობაში მოძღვრავდა "არსენალს" და მან პოსტი 2018 წლის მაისში დატოვა. 

"ამას ვერასდროს შევეგუები" - არსენ ვენგერი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

ლიონელ მესი ლონდონის არსენალი კრიშტიანო რონალდო არსენ ვენგერი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად