"უოტფორდული" ცვლილება - ხავი გრასია წავიდა, კიკე სანჩეს ფლორესი დაბრუნდა

"უოტფორდის" მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი კიკე სანჩეს ფლორესი დაბრუნდა.

ის ამ თანამდეობაზე 2015/16-წლებშიც მუშაობდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. 

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "უოტფორდის" მწვრთნელის რანგში ხავი გრასიამ დაიწყო, თუმცა კლუბმა საწყის 4 ტურში მხოლოდ 1 ქულა დააგროვა და კარისკენ მიუთითეს. 

რაც შეეხება სანჩეს ფლორესს, ის ბოლოს ჩინურ "შანხაი შენხუას" მოძღვრავდა. 

უოტფორდი ხავი გრასია კიკე სანჩეს ფლორესი

მსგავსი პოსტები

"საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბის 16-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა

საბა კვირკველიას ყოფილი მწვრთნელი: "ჩელსის" დამარცხება შეგვიძლია

მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას" ყოფილი მწვრთნელი ჩინეთში წავიდა