რობერტ ლევანდოვსკი: "ბაიერნში" გადმოსვლის შემდეგ ეს მაშინვე ვიგრძენი

მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ "ბაიერნში" თამაშისას პირველად იგრძნო, რომ დიდი გუნდის ფორმა აცვია. 

როგორც პოლონელი აღნიშნავს, ძალიან კარგია, როდესაც ისეთ კლუბში ირიცხება, რომელიც ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძვის. 

"ძალიან კარგად მახსოვს პირველი დღე, როდესაც "ბაიერნის" ფეხბურთელი გავხდი და გუნდის ბაზაზე მივედი. 

პირველივე დღიდანვე, როდესაც "რეკორდმაისტერის" ფორმა მოვირგე, მივხვდი, რომ უდიდეს გუნდში მოვედი. 

ძალიან ამაყი ვარ, რომ "ბაიერნში" ვირიცხები, რადგან ეს კლუბი არამარტო საკუთარ ჩემპიონატში, არამედ საერთაშორისო დონეზეც მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძვის", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

პოლონელი ფორვარდი "ალიანს არენაზე" 2014 წელს "დორტმუნდიდან" გადაბარგდა. მან რამდენიმე კვირის წინ მიუნხელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგლძრივა. 

ლევანდოვსკი: რონალდო და რამოსი "რეალში" გადასვლას მირჩევდნენ

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტ ლევანდოვსკი დააჯილდოვა

მიუნხენის ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდის ბორუსია

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის