ჟერარდ პიკემ ახსნა, რატომ არ გახდება არასდროს მწვრთნელი

"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას აპირებს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. 

მისი თქმით, ის ფეხბურთში აღარ დარჩება და მწვრთნელობას არ აპირებს. 

"საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი თავი მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია და მინდა, რომ ბედი ბიზნესში ვცადო. 

მწვრთნელობა მოითხოვს, რომ მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და მათთან წარმატებას მიაღწიო, რაც ძალიან რთულია.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი გამოცდილება იქნებოდა, თუმცა მე ეს არ მსურს", - თქვა პიკემ. 

შეგახსენებთ, რომ ჟერარდ პიკე "ბარსელონას" ღირსებას 2008 წლიდან იცავს. მან გუნდთან ერთად 8 ტიტული, მათ შორის, 8 ლა ლიგა და 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 

"სექსი, გიჟური სექსი" - როგორ დააწყნარა "ლივერპულთან" მარცის შემდეგ შაკირამ პიკე

ბარსელონა ჟერარდ პიკე

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ