ხოსეპ ბართომეუმ ახსნა, რატომ არ შედგა ნეიმარის ტრანსფერი "ბარსელონაში"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ახსნა, თუ რატომ არ შედგა პსჟ-იდან ნეიმარის დაბრუნება მის გუნდში. 

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნეიმარი დაგვებრუნებინა, თუმცა პსჟ-ის მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ. 

ტყუილია ის ხმები, თითქოს, ნეიმარის სანაცვლოდ პარიზელებს ფეხბურთელებს ვთავაზობდით, რადგან მათ ფეხბურთელის გაყიდვა სურდათ და არა რომელიმე მოთამაშეში გაცვლა. 

ეს ძალიან ძნელი ტრანსფერი იყო, რაც სამწუხაროდ არ გამოვიდა. აქედანვე ვიტყვი, რომ იანვარში ნეიმარის დამატებას აღარ ვეცდებით. 

მან პსჟ-ის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ მხოლოდ "ბარსელონაში" უნდოდა გადასვლა და ტყუილია, თითქოს მის გადაბირებაზე მადრიდის "რეალიც" მუშაობდა. 

იყო თუ არა ნეიმარის დაბრუნება მესის დავალება? - სრული სიცრუეა. ფეხბურთელებს არ შეუძლიათ სატრანსფერო პოლიტიკაში ჩაერიონ. 

ამ ყველაფერს სპორტული და ტექნიკური დეპარტამენტი, ასევე დირექტორები წყვეტენ", - თქვა ბართომეუმ. 

ბარსელონა ლიონელ მესი პსჟ ნეიმარი ხოსეპ ბართომეუ

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ