კოსტა რიკის ნაკრების მწვრთნელმა თანამდეობა ძალიან უცნაური მიზეზის გამო დატოვა

კოსტა რიკის ნაკრების დამრიგებელმა გუსტავო მატოსასმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ეს იმით ახსნა, რომ ნაკრების დამოძღვრა მოსაბეზრებელია. 

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნაკრების გაწვრთნა მოსაბეზრებელი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე აღმოჩნდა, 

ძალიან რთულია, როდესაც შენს ფეხბურთელებს ორ თვეში ერთხელ ხვდები. ზოგჯერ მგონია, რომ შვებულებაში ვარ. 

ეს ყველაფერი ძალიან რუტინულია. საღამოობით ხშირად ფილემბს ვუყურებ და ვიდეო თამაშებით ვერთობი", - ამბობს მატოსასი. 

მატოსასს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთი კლუბი დაუმოძღვრია, კოსტა რიკის ნაკრებს კი 2018 წლიდან წვრთნიდა. 

გუსტავო მატოსასი

მსგავსი პოსტები

კოსტა რიკის ნაკრების მწვრთნელმა თანამდეობა ძალიან უცნაური მიზეზის გამო დატოვა