უდიდესი ტრაგედია - კაფუს შვილი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

ცნობილი ბრაზილიელი მცველის კაფუს შვილი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა. 

Globo Esporte-ს ცნობით, 30 წლის დანილო საკუთარი სახლის ეზოში ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი ის ვერ გადაარჩინეს. 

კაფუს სულ სამი შვილი ჰყავს, დანილო კი მათ შორის ყველაზე უფროსი გახლდათ. 

კაფუმ საფეხბურთო კარიერა 2008 წელს "მილანში" დაასრულა. ის ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი და არაერთი პრესტიჟული ტიტულის მფლობელია. 

ლეგენდარული კაფუ გაკოტრდა - ის მთელ თავის ქონებას ჰყიდის

კაფუ

მსგავსი პოსტები

ლეგენდარული კაფუ გაკოტრდა - ის მთელ თავის ქონებას ჰყიდის

უდიდესი ტრაგედია - კაფუს შვილი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა