დევიდ ბექჰემი: გავწვრთნი თუ არა ინგლისის ნაკრებს? - ჩემი პასუხი ესაა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა იმის შესახებ ისაუბრა, გაწვრთნის თუ არა როდისმე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს. 

"რა თქმა უნდა, თუ შეთავაზება მექნებოდა, ინგლისის ნაკრების ჩაბარების ვარიანტს აუცილებლად განვიხილავდი. 

ჩემი სამშობლო და ეროვნული ნაკრები ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორი მწვრთნელი ვიქნებოდი? - ვინ იცი...

ეს ყველასთვის საოცნებო სამსახურია და ვფიქრობ, რომ გარეთ საუთგეიტი ძალიან კარგად მუშაობს. 

მან უდიდესი სამუშაო გასწია და ახლა ჩვენი ფანები ნაკრების თამაშით კმაყოფილნი არიან", - ამბობს ბექჰემი. 

ბექჰემი ინგლისის ნაკრებში 1996/2006 წლებში ასპარეზობდა და 115 შეხვედრაში 17 გოლიც გაიტანა. მას სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია. 

დევიდ ბექჰემი

მსგავსი პოსტები

ზინედინ ზიდანმა შესაძლოა "ინტერი" ჩაიბაროს, თუმცა არა მილანური კლუბი...

დევიდ ბექჰემმა ინგლისური კლუბის 10% შეიძინა

დევიდ ბექჰემს უნდა, რომ ლუის სუარესი "ინტერ მაიამიში" გადაიბიროს