ლუიშ ფელიპე სკოლარი "პალმეირასიდან" გაათავისუფლეს

ბრაზილიურმა "პალმეირასმა" იუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი თანამდეობიდან გათავისუფლებულია. 

გუნდმა ზედიზედ შიდა ჩემპიონატში 7 მატჩი ვერ მოიგო და ამასთან ერთად კოპა ლიბერტადორესის 1/2-ფინალშიც დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლარი უკვე მესამედ ედგა "პალმეირასს" სათავეში. მან პოსტზე 1 წელი იმუშავა და 2018 წელს კლუბს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. 

ლუიშ ფელიპე სკოლარი პალმეირასი

მსგავსი პოსტები

კოლუმბიის ნაკრები შესაძლოა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ჩაიბაროს

ბრაზილიის ჩემპიონი ლუიშ ფელიპე სკოლარის "პალმეირასი" გახდა

"ჩელსის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ბრაზილიის ჩემპიონატში გადავიდა