ვანდა ნარამ მაურო იკარდის პსჟ-ში ტრანსფერზე სკანდალური განცხადება გააკეთა

პსჟ-ის ახალწვეულის მაურო იკარდის მეუღლემ და ამავდროულად აგენტმა ვანდა ნარამ არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ისაუბრა. 

სკანდალებით ცნობილმა ქალბატონმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ იკარდის ყოფილი გუნდი "ინტერი" ძალიან ცუდად მოექცა და ამას ძალიან ინანებს. 

"მაურო წლების განმავლობაში "ინტერის" ლიდერი იყო და ის ფანებს ძალიან უყვართ. 

ანტონიო კონტეს საქციელი მის მიმართ უბრალოდ შეურაცხყომფელია. ის ჩემი მეუღლის მიმართ არანაირ პატივისცემას არ იჩენდა და მისთვის შანსიც არ მიუცია. 

ვფიქრობ, ეს არამარტო მწვრთნელის მხრიდან, არამედ გუნდის უფროსებიდანაც, შეურაცხყომფელი და დაუფასებელი საქციელია. 

მაურო ყველაფერს იზამს და დაამტკიცებს, რომ "ინტერის" ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებაში შეცდა", - თქვა ნარამ. 

შეგახსენებთ, რომ იკარდი "ინტერში" 2013 წლიდან ირიცხებოდა. ის პსჟ-ში იჯარით გადაბარგდა და პარიზელებს მისი გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლებათ. 

პსჟ მაურო იკარდი ვანდა ნარა მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...