ხვიჩა კვარაცხელია: "რუბინში" გადასვლის შემდეგ "ლოკომოტივის" ფანები ამას მწერდნენ

საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივიდან" ყაზანურ გუნდში მის ტრანსფერზე, ასევე ფანებისა და მწვრთნელის რეაქციაზე ისაუბრა.

"რამდენი გაბრაზებული ფანი მწერდა "რუბინში" გადასვლის შემდეგ? დიახ, ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ და ყველაფერს მწერდნენ. 

ვიცი, რომ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და გულშემატკივრები მძიმედ აღიქვამენ იმას, როდესაც მათ ფავორიტ გუნდს ფეხბურთელი ტოვებს. 

იური სიომინი? მან წარმატებული საფეხბურთო კარიერა მისურვა. რა თქმა უნდა, ის ჩემი წასვლით ძალიან იმედგაცრუებული იყო, თუმცა რაც მოხდა ჩემი ბრალი არაა. 

ფეხბურთელები ერთი გუნდიდან მეორეში გადადიან, თუმცა მე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გატანილი გოლი არ აღვნიშნე, იმიტომ, რომ ამ გუნდს ძალიან დიდ პატივს ვცემ", - თქვა კვარაცხელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იჯარით "ლოკომოტივში" თებერვალიდან მაისის ჩათვლით ასპარეზობდა. 

მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. 

მოსკოვის ლოკომოტივი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინი იური სიომინი

მსგავსი პოსტები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გრანდში გადადის

"საბა კვირკველიას სანაცვლოდ რეკორდულ თანხას გვთავაზობდნენ, მაგრამ..." - რატომ დაბლოკა "ლოკომოტივმა" ქართველი მცველის ტრანსფერი

"ლოკომოტივმა" კვირკველიას შემცვლელი იპოვნა - საბა ევროპაში მიდის და მას ქართველი ჩაანაცვლებს