მთავარი სატრანსფერო საგა დასრულდა - ნეიმარი პსჟ-ში დარჩა

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი მომავალ სეზონსაც პსჟ-ში გაატარებს. 

"ბარსელონამ" ბევრი მცდელობის მიუხედავად ფრანგულ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სამხრეთამერიკელსაც "პარკ დე ფრენსზე" მოუწევს დარჩენა. 

მან "ბლაუგრანაში" ყოფილ თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს უკვე აცნობა, რომ მომდევნო სეზონშიც პსჟ-ში იასპარეზებს. 

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 48 საათზე ნაკლები დრო რჩება და მსოფლიო სპორტული პრესა იუწყება, რომ ნეიმარის "ბარსელონაში" გადაბარგება უკვე შეუძლებელია. 

ბარსელონა პსჟ ნეიმარი

მსგავსი პოსტები

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს