შანსი ქართულ კლუბებს - ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობას 3-ჯერ ზრდიან

პოპულარული ინგლისური გამოცემა The Sun წერს, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გუნდების გაზრდაზე ფიქრობს.

ევროპული ფეხბურთის მართველი ორგანო, გუნდების 3-ჯერ გაზრდას გეგმავს, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში არა 32, არამედ 96 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

აღნიშნული სისტემით ტურნირი უკვე შესაძლოა 2024 წლიდან ჩატარდეს. უეფას მიაჩნია, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილება საკვალიფიოკაციო ეტაპის საჭიროებას მოსპობს. 

ახალი ფორმატით 96 გუნდი 16 6-გუნდიან ჯგუფში იქნება გადანაწილებული. 

პირველი ორი კლუბი პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს, მომდევნო ორი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს, ბოლო ორი გუნდი კი სხვა ტურნირზე გადაერთვება, რომლის დაარსებასაც უეფა უახლოეს მომავალში აპირებს. 

ჩემპიონთა ლიგა

მსგავსი პოსტები

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები წინასწარვე ცნობილია

დიდი დარტყმა "იუვენტუსს" - კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე მკაცრად დაისჯება

"სიტის" მძიმე ბრალდება აქვს - ხოსეპ გვარდიოლას გუნდი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ