"ეს ნაკრებში დაბრუნების კარგი შანსია" - მატეო დარმიანი სერია A-ში დაბრუნდა

29 წლის იტალიელი მცველი მატეო დარმიანი სამშობლოში დაბრუნდა და "პარმას" ღირსებას დაიცავს. 

"ემიო ტარდინის" ბინადრებმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს. 

იტალიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაიხდის და მას 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

დარმიანს პარმაში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. 

იტალიაში გამგზავრების წინ მან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნებით ბედნიერია და ეს ნაკრებში დაბრუნებაში ძალიან დაეხმარება. 

დარმიანი "იუნაიტედმა" 2015 წელს ლუის ვან გაალის მოთხოვნით "ტორინოდან" შეიძინა, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" ფეხი მან ვერაფრით ვერ მოიკიდა. 

მანჩესტერ იუნაიტედი ლუის ვან გაალი პარმა ტორინო მატეო დარმიანი

მსგავსი პოსტები

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

გადაწყდა - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დაიმატა