"რეალის" ფანებს ნეიმარის ტრანსფერი არ სურთ

ლეგენდარულმა ესპანელმა კიპერმა იკერ კასილასმა საკუთარი "თვითერის" გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელი ფეხბურთელის ხილვა სურთ "რეალის" ფანებს მათ საყვარელ გუნდში. 

"პორტოს" ამჟამინდელმა კარის დარაჯმა გულშემატკივრებს სამი ვარიანტი - ნეიმარი, პოლ პოგბა და კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება შესთავაზა. 

საინტერესოა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა თითქმის 100 000-მა ადამიანმა მიიღო და ხმების 65% კრიშტიანო რონალდომ მიიღო. 

25% მხარს პოლ პოგბას ტრანსფერს, 10% კი პსჟ-იდან ნეიმარის გადაბირების მომხრეა. 

როგორც იცით, ნეიმარისა და პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერები ზაფხულის მთავარი მოვლენაა, თუმცა ორივე ფეხბურთელს ჯერჯერობით გუნდი არ შეუცვლია.

მადრიდის რეალი კრიშტიანო რონალდო ნეიმარი იკერ კასილასი პოლ პოგბა

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]