ზლატან იბრაჰიმოვიჩი: თუ ამ გუნდს ვჭირდები, მზად ვარ დავბრუნდე, მაგრამ...

ლოს-ანჟელეს "გელექსის" ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ევროპაში შესაძლო დაბრუნებაზე პასუხი ხუმრობით გასცა. 

"შემიძლია თუ არა ისევ პრემიერ ლიგაში თამაში? რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ვარ, ეს არანაირ პრობლემას არ წამოადგენს. 

თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ვჭირდები, შეუძლიათ დამირეკონ, მაგრამ ვწუხვარ, მე ხომ "გელექსის" ფეხბურთელი ვარ", - თქვა ზლატანმა. 

იბრაჰიმოვიჩი MLS-ის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 22 ჩატარებულ შეხვედრაში 22 გოლიც შეაგდო.

მანჩესტერ იუნაიტედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლოს-ანჟელეს გელექსი

მსგავსი პოსტები

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

გადაწყდა - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია