ნიკოლა კალინიჩი სერია A-ში ბრუნდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ხორვატი თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი სერია A-ში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. 

მისი დამატებით "რომაა" დაინტერესებული და მხარეებმა ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. 

ხორვატი ფორვარდის "ოლიმპიკოზე" გადაბარგება ავტომატურად ნიშნავს, რომ "ჯალოროსის" შემტევი პატრიკ შიკი "ლაიფციგს" მიაშურებს.

რაც შეეხება კალინიჩს, ის იტალიაში "ფიორენტინასა" და "მილანში" უკვე ასპარეზობდა. 

ხორვატი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" გასულ ზაფხულს სწორედ "როსონერიდან" გადაბარგდა და მადრიდელთა ფორმით ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაშიც ითამაშა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

მილანი მადრიდის ატლეტიკო ფლორენციის ფიორენტინა ნიკოლა კალინიჩი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება