ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება ედენ აზარი მადრიდის "რეალს"

ესპანური პოპულარული გამოცემა "მარკას" ცნობით, ედენ აზარი მადრიდის "რეალს" ლა ლიგის მომდევნო ტურში დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. 

მან ტრავმა სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპზე მიიღო და პრიმერა დივიზიონის საწყისი ორი ტური სწორედ ამის გამო გამოტოვა.

მოსალოდნელია, რომ აზარი პირველი სექტემბრის მატჩში, სადაც "რეალი" "ვილიარეალს" გასვლაზე დაუპირისპირდება, განაცხადში იქნება და მას რამდენიმე წუთი დაეთმობა. 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "რეალმა" ედენ აზარი "ჩელსიდან" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. 

მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსი ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ