ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 სექტემბერს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის გუნდი კორეის რესპუბლიკის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე დაუპირისპირდება.

კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან 5 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის მზადებას გააგრძელებს.

8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე დანიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. უახლოესი ორი მატჩისთვის, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა გუნდს მხოლოდ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაეხმარება, დანიასთან დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრას ნაკრების კაპიტანი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია: დინამო თბილისის წევრი ლევან შენგელია და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 2 სექტემბრიდან ქალაქ სტამბოლში გეგმავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

 

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი", შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვეიქსი", აშშ), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა ("არსენალი", ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ლევან ხარაბაძე ("ციურიხი", შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ვაკო გვილია ("ლეგია", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე "რუბინი", ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია ("ტვენტე", ჰოლანდია), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე "ანორთოსისი", კვიპროსი), ლევან შენგელია ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვეიქსი", აშშ)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ( ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
კორეის რესპუბლიკა - საქართველო

8 სექტემბერი, 20:00
თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო - დანია

ვლადიმერ ვაისი გიორგი ქვილითაია ჯაბა კანკავა ლუკა ზარანდია

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია

"მე ახლა უფრო დიდი მიზანი მაქვს, ვიდრე ადრე იყო" - მორცხვი, ნამდვილი მარგალიტი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გიორგი ჩაკვეტაძის პორტრეტი