ნეიმარის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უახლესი ამბავი გავრცელდა

ლიგა 1-ის მე-3 ტურში პსჟ-იმ "ტულუზას" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. 

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გააკეთა, რომელმაც ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ იცის, რომ მე ნეიმარის შენარჩუნება მსურს. 

ჯერჯერობით, სიტუაცია გაურკვეველია და ყველაფერს ნათელი უახლოეს დღეებში მოეფინება. 

ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მას კლუბისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია", - თქვა ტუხელმა. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატება მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ცდილობენ. 

მადრიდის რეალი ბარსელონა პსჟ ნეიმარი ტომას ტუხელი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ