"ხეტაფემ" შეცდომით იუწყა, რომ გუნდის მწვრთნელი გარდაიაცვალა

ლა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა, სადაც "ხეტაფემ" "ბილბაოს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა, წუთიერი დუმილით დაიწყო.

საქმე იმაშია, რომ მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ძმა გარდაეცვალა და ეს წუთიერი დუმილიც მის საპატივსაცემოდ იყო. 

ამ ფაქტს "ხეტაფეს" "თვითერის" გვერდიც გამოეხმაურა, რომელზეც შეცდომით დაიწერა, რომ არა ხოსე ბორდალასის ძმა, არამედ თავად ხოსე ბორდალასი გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი გუნდის გვერდზე მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იდო. მოგვიანებით, ის წაიშალა და კლუბმა უხერხულობისა და შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა. 

ხეტაფე ბილბაოს ატლეტიკი ხოსე ბორდალასი

მსგავსი პოსტები

არგენტინელი არ ჩერდება - ლიონელ მესიმ 2019 წელიც რეკორდით დაიწყო

ფერნანდო ლორენტე ზაფხულში "ბილბაოში" დაბრუნდება და კარიერასაც მშობლიურ კლუბში დაასრულებს

"ბილბაოს" ფორვარდის ინიციატივა - ფანებს მიიწვევს, დააპურებს და მათ კითხვებს უპასუხებს