პსჟ-იმ ნეიმარის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო და 100 მილიონს იხდის

Daily Mirror იუწყება, რომ პსჟ-იმ ნეიმარის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო.

პარიზელები მზად არიან, "კრისტალ პალასის" შემტევის ვილფრიდ ზაჰას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღონ. 

მოგეხსენებათ, პარიზული გუნდიდან ნეიმარის "ბარსელონაში" გადაბარგება დროის ამბავია და "პარკ დე ფრენსის" ბინადრებიც მის შემცვლელს ეძებენ. 

26 წლის ზაჰამ გასულ სეზონში პრემიერ ლიგაზე 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. 

წელს მან 3 მატჩში ითამაშა, თუმცა ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენია. 

ბარსელონა პსჟ ნეიმარი კრისტალ პალასი ვილფრიდ ზაჰა

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია