ზინედინ ზიდანი: დავიღალე! - მინდა, ეს თარიღი რაც შეიძლება მალე მოვიდეს

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ტრანსფერების გარშემო მუდმივი სპეკულაციების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

როგორც იცით, "სამეფო კლუბს" პოლ პოგბასა და ნეიმარს უკავშირებენ. 

"რას ვფიქრობ ტრანსფერებზე? ახლა მთლიანად "ვალიადოლითან" მომავალ მატჩზე ვარ ფოკუსირებული და გუნდის აბსოლიტურად ყველა წევრი ამ შეხვედრაზე ფიქრობს. 

დავიღალე! - მინდა, რომ 2 სექტემბერი რაც შეიძლება მალე მოვიდეს, სატრანსფერო ფანჯარა დაიხუროს და ტრანსფერებზე სპეკულაციები შეწყდეს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ გუნდიდან ფეხბურთელების წასვლა და მოსვლა გარდაუვალი მომენტია", - თქვა ზიდანმა. 

მადრიდის რეალი ზინედინ ზიდანი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის