რა თქვა ფრენკ რიბერიმ "ფიორენტინაში" გადასვლის შემდეგ

ვეტერანი ფრანგი შემტევი ფრენკ რიბერი კარიერას "ფიორენტინაში" განაგრძობს. 36 წლის ფეხბურთელი გუშინ ჩაფრინდა ფლორენციაში, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა. 

წარდგენის შემდეგ კმაყოფილმა რიბერიმ მედიას შემდეგი მიუგო:

"კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩემს კარიერაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დიდებული ქალაქის შესანიშნავ გუნდში გადავედი. 

მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან და შესანიშნავ ფანებთან შეხვედრას", - თქვა რიბერიმ. 

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ "ბაიერნში" 12 წელი გაატარა და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა. 

მიუნხენის ბაიერნი ფრენკ რიბერი ფლორენციის ფიორენტინა

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"მილანის" პირველი ტრანსფერი - "როსონერის" რიგებს მსოფლიო ვარსკვლავი შეემატება