"დრო ყველაფერს პასუხს გასცემს" - ლუკა იოვიჩმა "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ლუკა იოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, აპირებს თუ არა "სამეფო კლუბი" ზაფხულში მის გაიჯარებას. 

როგორც იცით, პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ზინედინ ზიდანს სერბი ფეხბურთელის ფორმა არ მოსწონს და უნდა, რომ ის რომელიმე გუნდში გაუშვას ერთი სეზონით. 

"ზინედინ ზიდანს ჩემი სჯეროდა და მას აზრი მას შემდეგაც არ შეუცვლია, რაც "რეალში" გადავედი. 

მე მისგან ყოველდღიურად ბევრს ვსწავლობ. ის ბრწყინვალე ადამიანი, მწვრთნელი და მოტივატორია. 

მედიის მოვალეობაა, რომ ჭორებზე და შესაძლო ტრანსფერებზე წერონ. სიმართლე გითხრათ, გამეცინა, როდესაც ჩემს შესაძლო იჯარაზე წავიკითხე. 

დრო ყველაფერს პასუხს გასცემს და ყველას დავუმტკიცებ, რომ უმაღლესი კლასის ფორვარდი ვარ", - ამბობს იოვიჩი.

მადრიდის რეალი ლუკა იოვიჩი ზინედინ ზიდანი ფრანკფურტის აინტრახტი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის