ფრენკ რიბერიმ იტალიურ გრანდს აგინა

36 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ფრენკ რიბერიმ სოციალურ ქსელში ტურინის "იუვენტუსს" აგინა.

როგორც იცით, მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით "ფიორენტინას" სურს, რომელიც "ვეკია სინიორას" მოსისხლე მტერია. 

გერმანული "ბილდი" წერს, რომ ფრანგი შემტევის გადასვლა "არტემიო ფრანკიზე" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. 

რიბერიმ გუშინ "ინსტაგრამზე" სურათი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ახალი გამოწვევისთვის მზადაა და მისი ახალი გუნდის ვინაობა მალე იქნებოდა ცნობილი. 

მას ყოფილმა თანაგუნდელმა ლუკა ტონიმ დაუკომენტარა, რომელიც ასევე "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა და შეეკითხა, გადადიოდა თუ არა ის იტალიაში. 

რიბერიმ სიცილის "სმაილებით" უპასუხა და დაწერა - juve merda (იუვენტუსი ნეხვია). ეს ყველაფერი კი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ფრანგი სულ მალე გადავა "ფიორენტინაში". 

ტურინის იუვენტუსი მიუნხენის ბაიერნი ფრენკ რიბერი ფლორენციის ფიორენტინა ლუკა ტონი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია