მარიო ბალოტელიმ ახსნა, რატომ გადავიდა "ბრეშიაში"

იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ის "ბრეშიაში" გადაბარგდა. 

"ბრეშიას" პრეზიდენტს დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ ინგლისში თამაშისას შევხვდი. ჩემმა აგენტმა მინო რაიოლამ ამ გუნდში გადასვლა რამდენიმე წლის წინ შემომთავზა, თუმცა ამაზე ნაფიქრი არ მქონდა. 

რატომ ვარ აქ? მინდა, რომ ამ კლუბს ჩემი გამოცდილება მაქსიმალურად მოვახმარო. იმედი მაქვს, ერთიანი გუნდი ვიქნებით და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით. 

იტალიის ნაკრები მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან საუბარი მქონდა და ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ევრო 2020-ზე გავემგზავრო. 

"ბრეშია" ჩემი სახლი. როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ ამ გუნდში ვიასპარეზებდი, ცრემლი ვერ შეიკავა", - თქვა ბალოტელიმ. 

მარიო ბალოტელი ბრეშია

მსგავსი პოსტები

მარიო ბალოტელი: ამ გუნდში აუცილებლად დავბრუნდები

მარიო ბალოტელიმ ის გუნდი დაასახელა, სადაც კარიერას დაასრულებს

"მარსელთან" მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მარიო ბალოტელი იტალიაში ბრუნდება