კრისტიან პულისიჩმა ახსნა, რატომ არ გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში"

The Telegraph იმ მიზეზზე წერს, რის გამოც კრისტიან პულისიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედს" უარი უთხრა და "ჩელსიში" გადაბარგდა. 

როგორც იცით, ამერიკელი შემტევი, ლონდონელთა ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გახდა, თუმცა იჯარით სეზონი "დორტმუნდში" ჩაამთავრა. 

ამ დროს კი "წითელი ეშმაკების" მწვრთნელი ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიო გახლდათ. ამერიკელ ფეხბურთელს არ მოსწონდა ის, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პორტუგალიელ სპეციალისტს ახალგაზრდებთან და როგორც მცირე შანსს აძლევდა მათ.

სწორედ ამიტომ, პულისიჩმა "ჩელსის" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და "სტემფროდ ბრიჯზეც" ამოჰყო თავი. 

დორტმუნდი მანჩესტერ იუნაიტედი ჟოზე მოურინიო ლონდონის ჩელსი კრისტიან პულისიჩი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა