სერია A-ს გუნდი ფრენკ რიბერის ეპატიჟება

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრენკ რიბერი შესაძლოა სერია A-ს ბინადარ "ფიორენტინაში" გადაბარგდეს. 

ფლორენციელებმა "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე გამართეს, რომლის პირველი ეტაპიც წარმატებით დასრულდა. 

მას შემოთავაზებები რუსეთიდანაც აქვს და ახლა რიბერი ფიქრობს, კარიერა იტალიაში განაგრძოს თუ რუსეთის პრემიერ ლიგაში. 

შეგახსენებთ, რომ რიბერი თავისუფალი აგენტია. მან "ბაიერნი" ამ ზაფხულს დატოვა, "რეკორდმაისტერის" ფორმას კი 2007 წლიდან ირგებდა. 

მიუნხენის ბაიერნი ფრენკ რიბერი ფლორენციის ფიოტენტინა

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის