დიეგო სიმეონე: ლა ლიგაში ეს წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მოსაზრება გამოთქვა, რომ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა ლა ლიგის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს. 

"ვფიქრობ, ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს.

შეხედეთ, როგორ აკეთებენ ინგლისში. ახლა იქ გუნდები თითქმის უკვე დაკომპლექტებულია და მათ ფეხბურთელთა მხოლოდ გაშვება შეუძლიათ, აქ კი სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბრამდე გრძელდება. 

ვფიქრობ, ეს წესი უნდა გადაიხედოს და მისი შეცვლის მომხრე ალბათ ლა ლიგის გუნდების ყველა მწვრთნელი იქნება", - თქვა სიმეონემ. 

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკო

მსგავსი პოსტები

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

ოფიციალურად: "ბარსელონამ" მსოფლიო ვარსკვლავი დაიმატა

ყველაფერი გადაწყდა - ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" რეკორდულ თანხად