"რონალდო მთელი დღე ამას აკეთებდა" - დიეგო ფორლანმა კრიშტიანოს შესახებ ისაუბრა

ლეგენდარულმა ურუგვაელმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ ის პორტუგალიელი ფეხბურთელის თანაგუნდელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003/04-წლების სეზონში გახლდათ. 

"კრიშტიანო რონალდო დევიდ ბექჰემისგან განსხვავებით ნამდვილი ეგოისტი იყო. 

მას შეეძლო მთელი დღე მდგარიყო და სარკეში თმა ესწორებინა, რაც ჩემთვის აბსოლიტურად წარმოუდგენელია", - თქვა ფორლანმა. 

ურუგვაელმა თავდამსხმელმა კარიერა 2018 წელს ჰონგ-კონგის კლუბ "კიტჩეში" დაასრულა, კრიშტიანო რონალო კი ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავს. 

მანჩესტერ იუნაიტედი კრიშტიანო რონალდო დევიდ ბექჰემი დიეგო ფორლანი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა