ნახეთ, რა დაემართა ადრიანს სუპერ თასის შეხვედრის დასრულების შემდეგ

"ლივერპულის" მეკარე ადრიანმა ტრავმა ძალიან უცნაურ სიტუაციაში მიიღო - ამის შესახებ "მერსისაიდული" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა.

სუპერ თასზე "ჩელსისთან" შეხვედრის შემდეგ ესპანელმა კიპერმა გადამწყვეტი პენალტი მოიგერია, რის შემდეგაც მას "წითლების" ფეხბურთელები და გულშემატკივრები მისცვივდნენ.

მას ერთ-ერთი გულშემატკივარი დაეჯახა, რის შედეგადაც ადრიანმა კოჭის ტრავმა მიიღო. 

17 აგვისტოს "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრება. გათვალისწინებით იმისა, რომ გუნდის ძირითადი კარის დარაჯი ალისონიც დაშავებულია, თუ ადრიანმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, კარში მესამე ნომერი, 20 წლის კაომინ კელერი ჩადგება. 

ლონდონის ჩელსი ლივერპული საუთჰემპტონი ადრიანი ალისონ ბეკერი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით