ზინედინ ზიდანთან და "რეალთან" დაკავშირებით ძალიან მოულოდნელი ცნობა გავრცელდა

El Pais-ის ჟურნალისტი დიეგო ტორესი იუწყება, რომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა მადრიდის "რეალს" ახალი მწვრთნელი ჰყავდეს.

საქმე იმაშია, რომ მოქმედ დამრიგებელ ზინედინ ზიდანსა და გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ფრანგი სპეციალისტის მოთხოვნა იყო, რომ კლუბში პოლ პოგბა მიეყვანათ და მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს თავად აცნობა, რომ ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდებოდა. 

მიუხედავად ამისა, პოგბას ტრანსფერი პერესმა არ გააკეთა, რამაც ფრანგი ძალიან გააღიზიანა და ის მადრიდის "რეალის" დატოვებას კიდევ ერთხელ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი "სამეფო კლუბს" 2016/18-წლებში ავარჯიშებდა და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 

ის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასული სეზონის ბოლოს დაბრუნდა. 

მადრიდის რეალი ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანი პოლ პოგბა

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის