მარიო ბალოტელი სერია A-ს დაუბრუნდა

ჭირვეული იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი კვლავ სერია A-ში იბურთავებს. 

ის მომავალი სამი წლის განმავლობაში "ბრეშას" ღირსებას დაიცავს, რომელიც ელიტას წელს დაუბრუნდა. 

"მერცხლები" 29 წლის ფორვარდს ბონუსების სახით სეზონში 3 მილიონ ევროს გადაუხდიან. 

აქვე გეტყვით, რომ ბალოტელი ბოლოს "მარსელში" ასპარეზობდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 

იტალიის სერია A-ში კი მას "ინტერისა" და "მილანის" რიგებში უასპარეზია. 

მარიო ბალოტელი მარსელი ბრეშა

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: რიბერიმ "ბაიერნი" დატოვა და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

მარიო ბალოტელი: ამ გუნდში აუცილებლად დავბრუნდები

"მარსელთან" მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მარიო ბალოტელი იტალიაში ბრუნდება