"მონაკომ" და "სევილიამ" ერთ დღეში ორი გარიგება გაჩარხეს

"მონაკოს" აწ უკვე ყოფილი ვინგერი რონი ლოპესი კარიერას "სევილიაში" განაგრძობს. 

ანდალუსიურმა გუნდმა მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და საზოგადოებას დღეს წარუდგინა. 

ამ ორ გუნდს შორის კიდევ ერთი გარიგება სადგა. "რამოს სანჩეს პისხუანის" ბინადართა ყოფილმა ფორვარდმა ვისამ ბენ იედერმა კი "ლუი II"-ს მიაშურა. 

მან შრომით ხელშეკრულებას 2024 წლამდე მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ ბენ იედერი ლიგა 1-ში უკვე ასპარეზობდა და "ტულუზას" ღირსებას იცავდა. 

მონაკო სევილია რონი ლოპესი ვისამ ბენ იედერი

მსგავსი პოსტები

გაუგებარი ტრანსფერი - ცესკ ფაბრეგასი გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში გადადის

გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გადადის

"ვალიადოლიდის" დამარცხების შემდეგ "სევილიას" ბანაკში საშინელება მოხდა