კრიშტიანო რონალდოს კიდევ ერთი რეკორდის დამყარების ბრწყინვალე შანსი მიეცა

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს კიდევ ერთი რეკორდის დამყარების საშუალება მიეცა.

საქმე იმაშია, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი განიცადა "პორტომ", რომელიც "კრასნოდარმა" გამოთიშა ასპარეზობას. 

მოგეხსენებათ, "დრაკონთა" კიპერი იკერ კასილასი გახლავთ, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 177 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც აბსოლიტური რეკორდია. 

რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, მას ჩემპიონთა ლიგაზე 162 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და თუ მომავალ სეზონში მისი "იუვენტუსი" ფინალამდე მივა, ის კი ყველა შეხვედრაში ითამაშებს, 175 მატჩი დაუგროვდება. 

გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ალბათობით, იკერ კასილასი საფეხბურთო კარიერის დასრულებას მალე იუწყებს, პორტუგალიელი აბსოლიტური რეკორდსმენი გახდება.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ყველაზე მეტი შეხვედრით ტოპ 10-ში ლიონელ მესიც იწონებს თავს, რომელსაც უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 135-ჯერ უთამაშია. 

აღსანიშნავია, რომ ტოპ 10-ში მოქმედი ფეხბურთელები მხოლოდ იკერ კასილასი, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო პორტო კრასნოდარი იკერ კასილასი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა