კრიშტიანო რონალდო: ჩემსა და ლიონელ მესის შორის განსხვავება სწორედ ესაა

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და ახსნა, რა განსხვავებაა მასსა და არგენტინელ ფეხბურთელს შორის. 

"ჩემსა და მესის შორის უდიდესი განსხვავება ისაა, რომ მე ჩემპიონთა ლიგის ტიტული სხვადასხვა კლუბთან ერთად მოვიგე. 

ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ ექვსჯერ გავხდი. რთულად თუ მოიძებნება სპორტის ისტორიაში ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული. 

მესი დიდებული ფეხბურთელია, რომელიც სპორტის ისტორიაში მარტო იმის გამო არ შევა, რომ ოქროს ბურთები აქვს მოპოვებული. 

ის ჩემთვის უდიდესი მაგალითისა და მოტივაციის მომცემია. ყოველ დილით იმ მოტივაციით ვიღვიძებ, რომ ვარჯიშზე წავიდე და ახალ წარმატებებს მივაღწიო. 

მადლობა ღმერთს, რომ ცხოვრებაში ფული არ მაკლია. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, რომ ფეხბურთის ისტორიაში თავი საბოლოოდ დავიმკვიდრო", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მადრიდის "რეალთან" ერთად, ერთხელ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს მოგებული.

ის ახლა ტურინის "იუვენტუსში" ირიცხება, სადაც გასულ ზაფხულს გადაბარგდა, ლიონელ მესის კი მთელი კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული და 4 ჩემპიონთა ლიგის თასსაც ფლობს. 

მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსი ბარსელონა ლიონელ მესი მანჩესტერ იუნაიტედი კრიშტიანო რონალდო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო