კრიშტიანო რონალდო: ზინედინ ზიდანს დიდ პატივს სწორედ ამის გამო ვსცემ

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ყოფილ მწვრთნელ ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი მას მადრიდის "რეალში" 2,5 წლის განმავლობაში მოძღვრავდა. 

"თავდაჯერებულობა, რომელიც ფეხბურთელს სჭირდება, მარტო შენს თავზე მუშაობით არ მიიღწევა. 

შენს გარშემო უნდა იყვნენ ისეთი თანაგუნდელები და მწვრთნელი, რომლებიც უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგძენენ. 

შენ უნდა იგრძნო, რომ კლუბში მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ და ზინედინ ზიდანის ამის გაკეთება შეუძლია. 

ზიდანი ძალიან დამიხმარა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მასთან ერთად მუშაობამ ფრანგისადმი უფრო დიდი პატივისცემით განმაწყო. 

რატომ? ის არის პერსონა, რომლის საუბარი, მიდგომა და სულისკვეთება უდიდესი მოტივაციის მომცემია. 

ზიდანი ჩემდან მოდიოდა და მეუბნებოდა, რომ უბრალოდ მოედანზე გავსულიყავი და ჩემი საუკეთესო ფეხბურთი მეთამაშა. 

ის ყოველთვის გულრწფელი იყო და ამას ადამიანში ძალიან ვაფასებ", - ამბობს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსში" 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 

მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ზინედინ ზიდანი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]