ფრენკ რიბერი შესაძლოა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის ფრენკ რიბერის აგენტმა ჟან-პიერ ბერნმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის დამატება მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს. 

როგორც მან აღნიშნა, "რკინიგზელები" უკვე დაუკავშირდნენ და თავისი პირობებიც გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ რიბერი თავისუფალი აგენტია. მან "ბაიერნი" ამ ზაფხულს დატოვა, "რეკორდმაისტერის" ფორმას კი 2007 წლიდან ირგებდა. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. 

აქვე გეტყვით, რომ რიბერიმ ევროპიდან და აზიიდან რამდენიმე წინადადება უკვე უარყო. 

მიუნხენის ბაიერნი მოსკოვის ლოკომოტივი საბა კვირკველია ფრენკ რიბერი

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გრანდში გადადის