"ნაპოლიმ" 24 წლის ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა

La Gazzetta Dello Sport იუწყება, რომ "ნაპოლიმ" პსვ-იდან ირვინგ ლოზანოს ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა.

იტალიელები 24 წლის მექსიკელის სანაცვლოდ 43 მილიონ ევროს გადაიხდიან და ამის შესახებ გუნდების ბოსებმა უკვე მოილაპარაკეს. 

ლოზანო პსვ-ში 2017 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა. მას მექსიკის ეროვნული ნაკრების ფორმა 35 შეხვედრაში მოურგია, სადაც 9 გოლი გაიტანა. 

ნაპოლი პსვ ეინდჰოვენი ირვინგ ლოზანო

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - მარადონა ევროპაში ბრუნდება და ერთ-ერთ გრანდს გაწვრთნის

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძე მსოფლიო გრანდში გადადის!

ოფიციალურად: "რეალთან" მარცხის შემდეგ "ბარსელონამ" მწვრთნელის მიმართ გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო