"ასტონ ვილას" ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის ყველა დროის ანტი რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ელიტაში დაბრუნებული "ასტონ ვილა" "ტოტენჰემს" ეწვია და 1:3 დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ სტუმართა 23 წლის ნახევარმცველ ჯეკ გრილიშისთვის ეს პრემიერ ლიგაზე ზედიზედ მე-19 მარცხი აღმოჩნდა, რაც აბსოლიტური ანტი-რეკორდია. 

გრილიშის ანტი-რეკორდი 2014/15-წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც მან 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა. 

2015/16-წლებში მან ზედიზედ 16 შეხვედრაში იწვნია მარცხი და "ვილა" ჩემპიონშიპში გავარდა, სადაც ბოლო 3 წელი დაწყო. 

გუნდი ინგლისის უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა, თუმცა როგორც მოგახსენეთ გასვლაზე "ტოტენჰემთან" 1:3 წააგო, რის შედეგადაც გრილიშს ზედიზედ 19 მარცხი მოუგროვდა, მსგავსი ცუდი შედეგი კი პრემიერ ლიგაზე არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. 

აქვე გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში 17 აგვისტოს "ასტონ ვილა" "ბორნმუთს" უმასპინძლებს. 

ლონდონის ტოტენჰემი ბირმინგემის ასტონ ვილა ჯეკ გრილიში

მსგავსი პოსტები

მია ხალიფა: თუ "ლივერპული" ლიგას მოიგებს, ამ ადამიანებთან სექსით დავკვავდები

უდიდესი სკანდალი - მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი

ზიდანმა სურვილი აისრულა - "რეალმა" მსოფლიო ვარსკვლავი დაიმატა!