მაურისიო სარის წმენდა - "იუვენტუსიდან" ზაფხულში კიდევ ექვსი ფეხბურთელი უნდა წავიდეს

ტურინის "იუვენტუსი" ამხანაგური შეხვედრის ფარგლებში "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. 

მატჩის შემდეგ "ვეკია სინიორას" ახალი მწვრთნელი მაურისიო სარი ძალიან გულდაწყვეტილი ჩანდა და აღნიშნა, რომ მეტოქემ ფიზიკაში დაგვჩაგრაო. 

მისივე თქმით, ამ ზაფხულსვე, კლუბის რიგებს კიდევ 6 ფეხბურთელი დატოვებს, ამიტომაც ტურინულ გრანდში ჯერ კიდევ მოხდება ცვლილებები.

სარის არ დაუკონკრეტებია ეს ფეხბურთელები პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი თუ იქნებიან, თუმცა მან აღნიშნა, რომ გაცილებით ძლიერი მოთამაშეები უნდა შეინარჩუნონ, ამ ეტაპზე სუსტები კი გაუშვან და კლუბის დაკომპლექტდება საბოლოოდ დასრულდეს. 

"იუვენტუსი" სერია A-ს ახალ სეზონს 24 აგვისტოს "პარმასთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს. 

ტურინის იუვენტუსი მაურისიო სარი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ