დაბრუნება წარსულში - სამი ხედირა ძველ კლუბში აპირებს გადაბარგებას

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი სამი ხედირა "შტუტგარტში" აპირებს დაბრუნებას. 

გერმანელ ფეხბურთელს "ვეკია სინიორასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხშირად ტრავმიანობს და იტალიური კლუბი მზადაა, კონტრაქტი გაუწყვიტოს. 

ერთადერთი, რაც 32 წლის ფეხბურთელის "შვაბთა" რიგებში დაბრუნებას ხელს უშლის, მოთამაშის მაღალი ხელფასია. 

ის ტურინულ გრანდში 6 მილიონს იღებს, რისი გადახდაც გერმანულ გუნდს არ შეუძლია. 

სამი ხედირა "შტუტგარტის" აღზრდილია და პირველ კლუბში 2006/10-წლებში ასპარეზობდა. 

ტურინის იუვენტუსი სამი ხედირა შტუტგარტი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია