ინგლისური მიდი-მოდი - ნახეთ, ვინ რამდენი თანხა დახარჯა და მიიღო ზაფხულში პრემიერ ლიგაში

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა და პრემიერ ლიგაზე პირველი ტურის შეხვედრაც უკვე გაიმართა, სადაც "ლივერპულმა" "ნორვიჩს" უმასპინძლა და 4:1 გააანდგურა. 

Sky Sports-მა ის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელმა გუნდმა რა რაოდენობის თანხა დახარჯა და გამოიმუშავა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. 

პრემიერ ლიგაზე ყველაზე მეტად ჯიბეზე გელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიკრა, რომელმაც ფეხბურთელების დასამატებლად 148 მილიონი ფუნტი დახარჯა. 

საინტერესოა, რომ მე-2 პოზიციას ბირმინგემის "ასტონ ვილა" იკავებს, რომელმაც ჯამში 12 ფეხბურთელი დაიმატა და 144,5 მილიონი ფუნტიც დახარჯა.

მე-3 პოზიციაზე 138 მილიონი ფუნტით "არსენალი", მე-4 ადგილზე მოქმედი ჩემპიონი მანჩესტერ "სიტი" 134, 8 მილიონი ფუნტით, ხოლო მე-5 პოზიციას 118, 5 მილიონი ფუნტით "ევერტონი" იკავებს. 

რაც შეეხება შემოსავალს, ფეხბურთელების გაყიდვით ყველაზე დიდი თანხა (213,2 მილიონი ფუნტი) ლონდონის "ჩელსიმ" მიიღო. 

"ლესტერმა" მე-2 ადგილი ჰარი მაგუაირის წყალობით ირგუნა და ჯამში 80 მილიონი ფუნტიც გამოიმუშავა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რომელუ ლუკაკუს "ინტერში" გასხვისებით და სხვა პატარა გარიგებებით 74 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა და მე-3 ადგილზეა. 

მე-4 პოზიციაზე 60 მილიონი ფუნტით "ევერტონი", ხოლო მეხუთეზე 55,5 მილიონი ფუნტით "არსენალია".

მანჩესტერ იუნაიტედი ლონდონის არსენალი ლონდონის ჩელსი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ