რომელუ ლუკაკუ მე-6 ადგილზეა - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული სერია A-ში

მილანის "ინტერის" ახალწვეული რომელუ ლუკაკუ სერია A-ს ყველაზე მაღალანზღაურებად ფეხბურთელებში მე-6 ადგილზე დამკვიდრიდა. 

ბელგიელი ფეხბურთელი "ნერიაძურიში" სეზონში 7 მილიონი ევროს გამოიმუშავებს და როგორც იცით, ის "სან სიროზე" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

რა თქმა უნდა, კალჩოში ყველაზე მეტს ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გამოიმუშავებს, რომლის საბანკო ანგარიშიც ყოველ სეზონზე 31 მილიონი ევროთი ივსება. 

გთავაზობთ სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულს, სადაც ძირითადად "იუვენტუსის" მოთამაშეები არიან. 

1) კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) - 31 მილიონი ევრო

2) მატიას დე ლიხტი - (იუვენტუსი) - 10 მილიონი ევრო

3) ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) - 9 მილიონი ევრო

4) გონსალო იგუაინი (იუვენტუსი) - 8,5 მილიონი ევრო

5) პაულო დიბალა (იუვენტუსი) - 7 მილიონი ევრო

6) რომელუ ლუკაკუ (ინტერი) - 7 მილიონი ევრო

7) აარონ რემსი (იუვენტუსი) - 6,9 მილიონი ევრო

8) მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი) - 6,5 მილიონი ევრო

9) ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი) - 6 მილიონი ევრო

10) კალიდუ კულიბალი - (ნაპოლი) - 6 მილიონი ევრო

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო რომელუ ლუკაკუ მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა