პორტუგალიაში ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი დააპატიმრეს

The Sun-ის ინფორმაციით, პორტუგალიაში, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო პაიმი დააპატიმრეს. 

როგორც ირკვევა, პოლიციაში უცნობმა ქალბატონმა აუდიო ჩანაწერი მიიტანა, რის შემდეგაც პაიმის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. 

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა 12 გრამი კოკაინი ამოიღეს, რის შემდეგაც პაიმი დააპატიმრეს. 

უახლოეს დღეებში ლისაბონში სასამართლო პროცესი შედგება, რის შემდეგაც გაირკვევა თუ რამდენს მიუსჯიან ყოფილ ფეხბურთელს.

პაიმს "ჩელსის" გარდა არაერთ გუნდში უასპარეზია, კარიერა კი 2018 წელს სამშობლოში, "ლეიშოეშში" დაასრულა. 

ლონდონის ჩელსი ფაბიო პაიმი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

"ჩელსი" ფეხბურთელებს ვერ იმატებს, მაგრამ ეს სექსუალური და ულამაზესი გოგონა გადაიბირა [PHOTO]