ოფიციალურად: დავიდ ლუიზი "ჩელსიდან" პრემიერ ლიგის კიდევ ერთ გრანდში გადავიდა

32 წლის ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი კარიერას "არსენალში" განაგრძობს - ამის შესახებ ინგლისური პრესა იუწყება. 

ის "მეთოფეთა" ბანაკს დღეს ესტუმრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

"ემირეითსის" ბინადრებს მისი ტრანსფერი 8 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ, ფეხბურთელს კი 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. 

საინტერესოა, რომ ლუიზმა ჯერ კიდევ ამჟამინდელ გუნდ "ჩელსისთან" კონტრაქტი 2019 წლის მაისში გაახანგლძრივა, თუმცა "არისტოკრატთა" ახალმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა მას უთხრა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდებოდა, რის გამოც "სტემფროდ ბრიჯიდან" აბარგება გადაწყვიტა. 

ბრაზილიელი უკანახაზელი "ჩელსის" უკვე მეორედ ემშვიდობება. პირველად ეს 2014 წელს მოხდა, როდესაც პსჟ-ში გადაბარგდა, შემდეგ კი 2016 წელს უკან დაბრუნდა. 

აქვე გეტყვით, რომ "არსენალმა" "სელტიკიდან" 22 წლის შოტლანდიელი მცველის კირან ტირნირს ტრანსფერიც შეათანხმა. "მეთოფეები" გლაზგოელებს ტირნის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. 

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" ზაფხულში ნიკოლას პეპე უკვე დაიმატა, მადრიდის "რეალიდან" კი დანი სებალიოსი ინათხოვრა. 

ლონდონის არსენალი ლონდონის ჩელსი დავიდ ლუიზი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"