ოფიციალურად: ჰარი მაგუაირი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" იუწყა, რომ კლუბმა "ლესტერიდან" 26 წლის მცველი ჰარი მაგუაირი შეიძინა. 

ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგუაირის სატრანსფერო ღირებულება ოფიციალურად უცნობია, თუმცა თუ ინგლისურ პრესას დავუჯერებთ, მან 85 მილიონი ფუნტი შეადგინა, რითაც მაგუაირი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. 

"მანჩესტერში" გადასვლამდე სულშერს ვესაუბრე და მისმა გეგმებმა ძალიან მომხიბლა. ვიცი, რომ მისი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტიტულების მოგება შეგვეძლება. 

მოუთმენლად ველი სავარჯიშო პროცესში ჩართვასა და მომავალი სეზონის დაწყებას", - აღნიშნა მაგუაირმა. 

მანჩესტერ იუნაიტედი ლესტერი ჰარი მაგუაირი

მსგავსი პოსტები

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

გადაწყდა - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დაიმატა