ჰენრიხ მხითარიანი: "არსენალი" მზად იყო "ვორსკლასთან" პოლტავაში ეთამაშა

"არსენალის" სომეხი ფეხბურთელის ჰენრიხ მხითარიანის თქმით, მისი გუნდი მზად იყო, "ვორსკლასთან" შეხვედრა ქალაქ პოლტავაში ეთამაშა. 

"მოხარული ვარ, რომ ისევ უკრაინაში ვარ. "შახტარში" და "მეტალურგში" თამაშის გამო აქ ბევრი კარგი მოგონება მაქვს. 

"შახტარში" ვთამაშობდი და ვისურვებდი, რომ დონეცკიც მომენახულებინა. სიმართლე გითხრათ, პოლტავაში და კიევშიც სათამაშოდ მზად ვიყავი. 

"არსენალისთვის" არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა სად ჩატარდებოდა მატჩი", - აღნიშნა კლუბის ოფიციალურ საიტთან მხითარიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საომარი მოქმედებების გამო უეფამ სანდრო კობახიძის "ვორსკლასა" და "არსენალის" შეხვედრა ქალაქ პოლტავას ნაცვლად კიევში გადაიტანა. 

მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. 

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, "ვორსკლასა" და "არსენალის" შეხვედრა, პოლტავას ნაცვლად კიევში გაიმართება

არსენალი ვორსკლა ჰენრიხ მხითარიანი სანდრო კობახიძე

მსგავსი პოსტები

კარგით დავიწყოთ თუ ცუდით - მხითარიანი 2018 წლის სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მძიმე ტრავმა მიიღო

სანდრო კობახიძე გაბრაზებულია - რა ჰგონიათ "არსენალში", პოლტავა სამყაროს დასასრულშია?!

ჰენრიხ მხითარიანი: "არსენალი" მზად იყო "ვორსკლასთან" პოლტავაში ეთამაშა