ტოპ სიახლეები
ლიონელ მესი: მომავალი სეზონის წინ ამის პირობას ვდებ!
161
0

"ბარსლეონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა.
ის არდადეგებიდან დაბრუნდა და ჟოან გამპერის თასის შეხვედრას დაესწრო, სადაც "ბლაუგრანამ" ლონდონის "არსენალს" 2:1 სძლია.
"მინდა, რომ იგივე გავიმეორე, რაც გასული სეზონის დასაწყისში უკვე ვთქვი.
ამ გუნდის ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის მჯერა. ერთად ჩვენ შეგვიძლია, რომ ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლოთ და მე ამის პირობას ვდებ.
გასული სეზონი ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებით დასრულდა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლა ლიგა ბოლო 11 წელიწადში უკვე მერვედ მოვიგეთ.
ჩვენი კლუბი ყოველთვის განსაკუთრებული მიზნებისთვის იბრძოდა და გამონაკლისი არც მომავალი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, გულშემატკივრები კვლავ ჩვენს გვერდით იქნებიან და მხარს დაგვიჭერენ", - ამბობს მესი.
წინა პოსტზე გადასვლა
შემდეგ პოსტზე გადასვლა